ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტი 100 მილიონ ფუნტს ჩამოდის, თუმცა გრილიში დიდი დილემის წინაშეა

მანჩესტერ სიტი 100 მილიონ ფუნტს ჩამოდის, თუმცა გრილიში დიდი დილემის წინაშეა
თარიღი 18 ივლ 2021, 23:27

ინგლისის ნაკრებისა და "ასტონ ვილას" ნახევარმცველის, ჯეკ გრილიშის მომავალი კვლავ გაურკვეველია.

25 წლის ინგლისელის შეძენა "მანჩესტერ სიტის" უნდა და მზად არის დაახლოებით 100 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, მაგრამ ფეხბურთელი ასეთი ნაბიჯის გადადგმაში დარწმუნებული არ არის, წერს ცნობილი ბრიტანული გამოცემა talkSPORT.

გრილიშის გარემოცვასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, გრილიშს ეჭვი ეპარება.

ამასთანავე, არ არის გამორიცხული, ბირმინგემელთა კაპიტანმა შესაძლოა კონტრაქტი გაახანგრძლივოს, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლამდეა გათვლილი.

შეგახსენებთ, გრილიში "ასტონ ვილას" სისტემაში 6 წელიწადია ირიცხება.