სამტრედია 10-მა ფეხბურთელმა დატოვა
ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე "სამტრედია" ერთბაშად 10-მა ფეხბურთელმა დატოვა.
ამის შესახებ განცხადებას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
"კაბა სამბუმ, შოთა კერძევაძემ, დავით ჯიქიამ, გურამ ლუკავამ, ესტებან მასკარენამ, პაულინიო ვარიეტიმ, იბრაჰიმ გადირზადემ, კრისტიან ვიეირამ, ზურაბ ერაძემ და მილან ლალიჩმა “სამტრედია” დატოვეს
კლუბი მადლობას უხდის მათ გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში!", - წერია განცხადებაში.
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში "სამტრედია" 10 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.