ოფიციალურად: მილანმა რეალის შემტევი ნახევარმცველი კიდევ ერთხელ ინათხოვრა
მადრიდის "რეალის" შემტევი ნახევარმცველი, ბრაჰიმ დიასი "მილანში" ასპარეზობას გააგრძელებს.
როგორც "როსონერის" ოფიციალური საიტი იტყობინება, კლუბმა "სამეფო კლუბის" ფეხბურთელი კიდევ ორი წლით ინათხოვრა.
ასე და ამგვარად, 21 წლის ესპანელი მილანელთა ღირსებას 2023 წლის 30 ივნისამდე დაიცავს.
მოგეხსენებათ, ბრაჰიმ დიასი "მილანში" აქამდეც იჯარით ირიცხებოდა. მის აქტივში ჩატარებულ 39 მატჩში გატანილი 7 გოლი და გაკეთებული ოთხი შედეგიანი გადაცემაა.
თავის მხრივ, ახალგაზრდა ფეხბურთელს "რეალთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.