ავტორიზაცია

გრიზმანი - საულის ბარტერი ჩაიშალა — მიზეზები, რომელთა გამოც ბარსა და ატლეტიკო ვერ შეთანხმდნენ

გრიზმანი - საულის ბარტერი ჩაიშალა — მიზეზები, რომელთა გამოც ბარსა და ატლეტიკო ვერ შეთანხმდნენ
თარიღი 19 Jul 2021, 21:52

"ბარსელონა" "ატლეტიკოსთან" თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის ნახევარმცველ საულ ნიგესის გაცვლაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს შეწყვეტს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport იტყობინება, მხარეები კომპრომისს ეკონომიკურ საკითხებში არსებული დიდი შეუსაბამობების გამო ვერ აღწევენ. კატალონიელებს გრიზმანის სანაცვლოდ დამატებით 20 მილიონი ევრო ან შემტევი ნახევარმცველი, ჟოაო ფელიქსი სურდათ, რაც მადრიდელთათვის მიუღებელი აღმოჩნდა. თავად "ატლეტიკოც" არ იყო მზად ფრანგისთვის იმხელა ხელფასი გადაეხადა, რამდენსაც ითხოვდა.

სხვა მხრივ, საულმაც არ მოინდომა შედარებით დაბალ ხელფასზე დათანხმება, იმ ანაზღაურების გათვალისწინებით, რომელიც შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაუნიშნონ.

სწორედ ამიტომ, კლუბებმა ჩათვალეს, რომ მოლაპარაკებების გამართვას აზრი აღარ აქვს.

"ბარსელონა" ეცდება გრიზმანი სხვა გუნდში გაყიდოს - ვარიანტებს შორის სახელდებიან "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "იუვენტუსი". ამავდროულად, ფრანგი მხოლოდ "ატლეტიკოში" გადასვლით იყო დაინტერესებული.