ავტორიზაცია

"სულ მალე სიახლეს შეიტყობთ", - ატლეტიკოს პრეზიდენტი საული - გრიზმანის გაცვლაზე

"სულ მალე სიახლეს შეიტყობთ", - ატლეტიკოს პრეზიდენტი საული - გრიზმანის გაცვლაზე
თარიღი 19 ივლ 2021, 18:28

მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ, საული - გრიზმანის შესაძლო გაცვლაზე ისაუბრა.

„საფეხბურთო სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია. არავინ იცის, რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები.

გრიზმანის დაბრუნება? თუ ეს მოხდა, ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იქნება...სულ მალე, სიახლეს შეიტყობთ.“ - უთხრა სერესომ Deportes Cuatro.

კლუბები ფეხბურთელების ბარტერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმებამდე მისვლას ვერ ახერხებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსას“ სურს, რომ „ატლეტიკომ“ საულის გარდა ამ გაცვლას ფულიც დაამატოს, რასაც მადრიდელები ჯერჯერობით არ ეთანხმებიან.

პარალელურად, საულს პრემიერ ლიგიდანაც ჰყავს მსურველები და როგორც დღეს დაიწერა, ესპანელს „ბარსელონას“ სწორედ ინგლისში თამაში ურჩევნია. თუმცა, კლუბებს შორის მოლაპარაკებები მაინც გრძელდება.