პრემიერ ლიგის ორ გრანდს საულისთვის ნამდვილი ბრძოლა აქვს გაჩაღებული
პრემიერ ლიგის გრანდები ერთმანეთს „ატლეტიკოს“ ნახევარმცველის, საულ ნიგესის ტრანსფერში ეჯიბრებიან.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ესპანელი შუახაზელის გადაბირებით დაუძინებელი მტრები, „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდებიან.
გარდა ინგლისელებისა, საულის დამატებას „ბარსელონაც“ ცდილობს, რომელიც ამჟამად „ატლეტიკოსთან“ საული - გრიზმანის გაცვლის ოპერაციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
თუმცა, თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, საულს „ბარსელონაში“ გადასვლას ძალების პრემიერ ლიგაში მოსინჯვა ურჩევნია და ამიტომ, უპირატესობას სწორედ „მანჩესტერი“/„ლივერპულიდან“ ერთ-ერთს მიანიჭებს.
„ატლეტიკოს“ საულის გაყიდვა უკვე გადაწყვეტილი აქვს - ფეხბურთელი დიეგო სიმეონეს გეგმებში არ შედის და მის ნაცვლად არგენტინელი როდრიგო დე პაული „უდინეზედან“ 35 მილიონ ევროდ უკვე დაიმატა.