ავტორიზაცია

დეპაის პირველი განცხადება ბარსელონას ფეხბურთელის რანგში წარდგენის შემდეგ

დეპაის პირველი განცხადება ბარსელონას ფეხბურთელის რანგში წარდგენის შემდეგ
თარიღი 19 ივლ 2021, 22:23

"ბარსელონას" ახალწვეულმა, მემფის დეპაიმ კატალონიურ გრანდში გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

"ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. ძალიან აღელვებული ვარ ამ კლუბში, ამ სტადიონზე მოსვლით. ეს ყველაფერი შესანიშნავია".

"იმედი მაქვს ბევრ ტიტულს მოვიგებ, სწორედ ამიტომ გადმოვედი ამ დიდებულ კლუბში, რომელსაც ძალიან მდიდარი ისტორია აქვს".

"ახლახანს დავბრუნდი შვებულებიდან და საქმეზე უნდა გავამახვილო ყურადღება. სეზონის წარმატებით დაწყება მინდა, ვეცდები ადაპტაცია რაც შეიძლება სწრაფად გავიარო".

"შემტევი ფეხბურთი მომწონს, მომწონს მომენტების შექმნა, საგოლე გადაცემების გაკეთება და თავად გატანაც. "ბარსას" სტილი ჩემთვის იდეალურია, ბედნიერი ვარ".

"კუმანთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს, თავდაჯერებულობა მომცა და დამეხმარა, როცა ტრავმირებული ვიყავი. დაჟინებით ითხოვდა აქ ჩემს გადმოსვლას, მსოფლიოს საუკეთესო კლუბში. მიხარია, რომ აქ ვარ და მზად ვარ მისთვის ვიბრძოლო", - ციტირებს 27 წლის ჰოლანდიელის სიტყვებს Mundo Deportivo.