ბარსელონას ლანგლეს გაშვება უნდა, საქმეში პრემიერ ლიგის ორი კლუბია ჩართული — AS
"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, კლემან ლანგლემ კარიერა შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს, წერს AS.
გავლენიანი ესპანური გამოცემის თანახმად, 26 წლის ფრანგისთვის "ვესტ ჰემი" და "ევერტონი" იბრძვიან.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, თავად ფეხბურთელი კატალონიური გრანდის დატოვებას არ აპირებს.
გასულ სეზონში ლანგლემ "ბარსელონას" მაისურით 48 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 1 გატანილი ბურთით გამოიჩინა.
Transfermarkt-ის ვერსიით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" უკანახაზელის სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს.