ავტორიზაცია

ბარსელონამ კლემან ლანგლეს თაობაზე გეგმები შეცვალა და მის გაშვებაზე ამუშავდა

ბარსელონამ კლემან ლანგლეს თაობაზე გეგმები შეცვალა და მის გაშვებაზე ამუშავდა
თარიღი 18 ივლ 2021, 14:44

„ბარსელონას“ მცველმა, კლემან ლანგლემ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა გუნდი შეიცვალოს.

მთელი ზაფხულია იწერება, რომ ფრანგი გუნდს არ შეიცვლის და ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის გეგმებში ყოფნას აგრძელებს, თუმცა, ახლა სხვანაირი ინფორმაცია გავრცელდა.

გამოცემა Sport.es ჟურნალისტ ჟერარ რომეროს Twitch-არხზე დაყრდნობით წერს, რომ „ბარსელონამ“ ლანგლეს გაშვება მისი პოზიციური კონკურენტების კარგი თამაშისა და ერიკ გარსიას დაბრუნების გამო გადაწყვიტა.

ამჟამად, კატალონიური კლუბი ლანგლეს რომელიმე ინგლისურ გუნდში გაშვებაზე აქტიურად მუშაობს.

„ბარსელონას“ ფეხბურთელის გაშვება იჯარით და შემდგომი გამოსყიდვის ვალდებულებით სურს, თანაც იმ პირობით, რომ ლანგლეს სრულ ხელფასს მისი ახალი კლუბი გადაიხდის.

თავად ლანგლემ ბოლო ინტერვიუში კონკრეტულად დასძინა, რომ ახალ სეზონში ისევ „ბარსელონას“ ფეხბურთელი იქნება.