ავტორიზაცია

ან კონტრაქტს ხელი მოაწერე, ან - ტრიბუნაზე: ბარსელონამ დემბელეს სერიოზული ულტიმატუმი წაუყენა

ან კონტრაქტს ხელი მოაწერე, ან - ტრიბუნაზე: ბარსელონამ დემბელეს სერიოზული ულტიმატუმი წაუყენა
თარიღი 17 ივლ 2021, 18:52

კატალონიის „ბარსელონა“ ყველანაირად ცდილობს, მომავალ ზაფხულს უსმან დემბელე უფასოდ არ დაკარგოს.

Sport.es-ის ინფორმაციით, „ლურჯ-ბროწეულისფერთა“ ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ფრანგზე ზეწოლას ახორციელებს, რათა მან ახალი კონტრაქტი რაც შეიძლება მალე გააფორმოს.

წყარო იუწყება, რომ კატალონიელთა ულტიმატუმი ასეთია: თუ არ მოაწერ ხელს ახალ კონტრაქტს, სეზონის განაცხადში ვერ მოხვდები და მთლიანი სათამაშო წლის გატარება ტრიბუნებზე მოგიწევს.

„ბარსა“ ფიქრობს, რომ დემბელე გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას იმიტომ არ ჩქარობს, რომ უფრო მომხიბვლელი შემოთავაზებების მოლოდინში იმყოფება.

ცნობისთვის, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონის კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ ზაფხულს, ფეხბურთელს „კამპ ნოუს“ დატოვება სრულიად უფასოდ შეეძლება.