ავტორიზაცია

ატლეტიკოს პრეზიდენტმა გრიზმანის შესაძლო დაბრუნებაზე მოკლე კომენტარი გააკეთა

ატლეტიკოს პრეზიდენტმა გრიზმანის შესაძლო დაბრუნებაზე მოკლე კომენტარი გააკეთა
თარიღი 20 Jul 2021, 00:24

"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ კლუბში "ბარსელონას" თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის შესაძლო დაბრუნებაზე გავრცელებულ ჭორებზე კომენტარი გააკეთა.

"ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია", - ციტირებს "როხიბლანკოს" ხელმძღვანელის სიტყვებს L'Equipe.

აქამდე არაერთხელ დაიწერა, რომ "ბლაუგრანას" 30 წლის ფრანგის მადრიდელთა ნახევარმცველ საულ ნიგესში გაცვლა სურდა, თუმცა მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

შეგახსენებთ, გრიზმანი "ბარსელონაში" სწორედ "ატლეტიკოდან" 2019 წელს, 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ანტუანს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.