ავტორიზაცია

იუვენტუსმა დიბალას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - იტალიური პრესა

იუვენტუსმა დიბალას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - იტალიური პრესა
თარიღი 20 ივლ 2021, 15:07

მასიმილიანო ალეგრის დაბრუნების შემდეგ, პაულო დიბალას ტურინის "იუვენტუსში" დარჩენის შანსები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს Tutto და იქვე ამატებს, რომ იტალიელი სპეციალისტისთვის არგენტინელი თავდამსხმელი ხელშეუხებელია.

მაქსი "ბებერი ქალბატონის" მომავალს ხედავს სწორედ არგენტინის ეროვნული ნაკრების ფორვარდის გარშემო, იმ დრომდე, სანამ ის გუნდში იქნება.

აღსანიშნავია, რომ "ბიანკონერიში" დარჩენა არის თავად გუნდის ათიანის მიზანიც და ის წასვლას არც არასდროს აპირებდა.

შეგახსენებთ, რომ პრესა სამხრეთ ამერიკელი ფორვარდის სახელს მაინც უკავშირებს "ბარსელონასა" და მადრიდის "ატლეტიკოს".