ატლეტიკოსთან ჩაშლილი გარიგების შემდეგ, ბარსელონა ბარტერით იუვენტუსს მიადგა
"ბარსელონასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის დაანონსებული ბარტერი, ანტუან გრიზმანი - საულ ნიგესი დიდი ალბათობით არ შედგება.
L’Equipe-ის თანახმად, კატალონიელები უკვე ფიქრობენ სხვა ვარიანტზე, რაც გულისხმობს გაცვლას, თუმცა ამჯერად ტურინის "იუვენტუსთან".
მთავარ როლში ისევ ფრანგი თავდამსხმელია, საპირისპირო მიმართულებით კი "ბლაუგრანას" პაულო დიბალას წამოყვანა სურს.
იგივე წყაროს მტკიცებით, მასიმილიანო ალეგრის დაბრუნების შემდეგ, არგენტინელი ფორვარდის გაშვება ნაკლებად სავარაუდო გახდა.
იტალიელ სპეციალისტს თავისი შეგირდის ეიმედება, "ლურჯ-ბროწეულისფრების" შემტევთან მუშაობა კი მის გეგმებში არ შედის.