ავტორიზაცია

რაზე საუბრობდნენ მესი, ნეიმარი და პარედესი კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ?

რაზე საუბრობდნენ მესი, ნეიმარი და პარედესი კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ?
თარიღი 20 ივლ 2021, 15:47

კოპა ამერიკის ფინალის დასრულების შემდეგ, ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილები არიან ლიონელ მესი, ნეიმარ ჟუნიორი და ლეანდრო პარედესი.

რაზე საუბრობდნენ სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები? ამის შესახებ კომენტარი არგენტინელმა საყრდენმა ნახევარმცველმა გააკეთა:

"რის შესახებ ვისაუბრეთ მე, მესიმ და ნეიმარმა? მოვიკითხეთ ერთმანეთის ოჯახები და შვებულების გეგმები გავუზიარეთ ერთმანეთს.

დიახ, უბრალო საუბარი ლეოსა და ბრაზილიელი თავდამსხმელის დონის ფეხბურთელებსაც სჭირდებათ", - განაცხადა "პარი სენ-ჟერმენის" ჩამშლელმა.

შეგახსენებთ, რომ განვლილი კოპა ამერიკის ფინალში არგენტინის ნაკრებმა ბრაზილია ანხელ დი მარიას გოლით დაამარცხა.