ოფიციალურად: Goal.Ge-ს ექსკლუზიური ინფორმაცია დადასტურდა - ზურიკო დავითაშვილი ახალ გუნდში გადავიდა
ტულას „არსენალმა“ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომელიც Goal.Ge-მ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ექსკლუზიურად შეგატყობინათ.
„დინამო თბილისის“ აღზრდილი 20 წლის ქართველი შემტევი, ზურიკო დავითაშვილი კარიერას ტულას „არსენალში“ გააგრძელებს.
EXCLUSIVE: ახალი გუნდი ცნობილია - ზურიკო დავითაშვილმა რუბინი დატოვა
რამდენიმე დღის წინ, დავითაშვილმა ყაზანის „რუბინთან“ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და „არსენალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
„რუბინის“ მაისურით ზურიკომ 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა, გასული სეზონი კი იჯარით ვოლგოგრადის „როტორში“ ჩაატარა.
საქართველოს ნაკრებში დავითაშვილს შვიდი მატჩი აქვს ჩატარებული.
რაც შეეხება ზურიკოს ახალ გუნდს - ტულას „არსენალს“, გასულ სეზონში მათ რუსეთის პრემიერ ლიგაში 30 მატჩში 23 ქულა დააგროვეს და მე-14 ადგილს დასჯერდნენ.