EXCLUSIVE: ახალი გუნდი ცნობილია - ზურიკო დავითაშვილმა რუბინი დატოვა
საქართველოს ნაკრების 20 წლის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა ყაზანის რუბინი დატოვა.
GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, დავითაშვილის ახალი კლუბი ტულას "არსენალია", ფეხბურთელი ხელშეკრულებას მალე გააფორმებს.
ფეხბურთელსა და ყოფილ გუნდს, ყაზანის რუბინს შორის ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.
ზურიკო დავითაშვილი ყაზანის რუბინში 2019 წლის ივნისიდან თამაშობდა, თუმცა ლეონიდ სლუცკის მისვლის შემდეგ ამ გუნდში მისი სათამაშო დრო შემცირდა. მეტიც, გასულ სეზონში იჯარის წესით ვოლგოგრადის როტორში ითამაშა.