EXCLUSIVE: თორნიკე კირიკიტაძემ ლოკომოტივი დატოვა - ის კვიპროსში ითამაშებს

ლოკომოტივის ნახევარმცველი თორნიკე კირკიტაძე კარიერას კვიპროსის ჩემპიონატში გააგრძელებს.
GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, 24 წლის ნახევარმცველის ახალი გუნდი ლიმასოლის არისი იქნება.
თორნიკე კირკიტაძის ახალი კლუბი კვიპროსის უმაღლეს ჩემპიონატში მიმდინარე წელს გადმოვიდა, გასულ სეზონში მე-2 ლიგაში ცხრილში მეორე პოზიციის დაკავების შემდეგ.
თორნიკე კირკიტაძე ლოკომოტივში 2019 წლიდან თამაშობდა, სადაც რუსთავიდან გადავიდა და თბილისელთა შეტევის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. მიმდინარე სეზონში 24 წლის შემტევმა 20 მატჩში 4-ჯერ გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.