ვალენსიამ გადაწყვეტილება მიიღო - რომელი მეკარე იქნება მამარდაშვილი?
ახალ სეზონში ვალენსიას პირველი გუნდის მთავარი მეკარე ნიდერლანდელი იასპერ სილესენი იქნება.
ამის შესახებ blanquinegres.com წერს და იუწყებიან, რომ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშებს, სათამაშო პრაქტიკას კი მეორე გუნდში მიიღებს.
"კრისტიან რივერო ვალენსიას მეორე მეკარე ხდება, იგი კოპა დელ რეიზე მიიღებს სათამაშო დროს და იასპერ სილესენის შემცვლელი იქნება.
გიორგი მამარდაშვილის ხაუმე დომინიკზე წინ დგას მთავარი მწვრთნელისთვის. ქართველი ვალენსიას მესამე მეკარე იქნება, მთავარ გუნდში ივარჯიშებს და სათამაშო დროს ვალენსიას მეორე გუნდში სისტემატურად მიიღებს," - წერს blanquinegres.com.
როგორც ჩანს, "ღამურების" შემადგენლობაში ხაუმე დომინიკის წუთები დათვლილია, რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, იგი ესპანურ კლუბში ერთწლიანი იჯარის წესითაა და მომდევნო სეზონის შემდეგ "ღამურები" გადაწყვეტენ, უნდა გამოისყიდონ თუ არა დინამო თბილისიდან.