ავტორიზაცია

რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრების წარმატების საიდუმლო გაამხილა

რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრების წარმატების საიდუმლო გაამხილა
თარიღი 20 ივლ 2021, 20:53

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, ევრო 2020-ზე წარმატების საიდუმლო გაამხილა.

მისი თქმით, ეს წარმატება გუნდმა გუნდური სულისკვეთებისა და პერსპექტიული ახალგაზრდების და ასაკოვანი ფეხბურთელების იდეალური შერწყმით მოვიდა.

„რაშია გუნდის წარმატების საიდუმლო? ჩვენ მუშაობა კარგ ბიჭებთან ერთად სამი წლის წინ დავიწყეთ და დღევანდელ დღემდე ვაგრზელებთ. ჩამოგვიყალიბდა გუნდური სულისკვეთება, რაც ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა. ბიჭები 100%-ით დაიხარჯნენ და ამან გამარჯვებამდე მიგვიყვანა.

მას შემდეგ, რაც ჩვენ 2018 წლის მუნდიალზე კვალიფიკაცია ვერ გავიარეთ, იტალია სხვა ეროვნულ ნაკრებებთან შედარებით არაკომფორტულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მაგრამ, მალევე მივხვდი, რომ ფეხბურთელებს სიტუაციის გამოსწორება სურდათ და მზად იყვნენ, ქვეყნის გამო, საკუთარი თავი გაეწირათ.

შემადგენლობაში გვყავს პერსპექტიული ახალგაზრდები და შემტევი ფეხბურთელები, მათ შორის კარგი ერთიანობა ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, მივეცით შანსი ფეხბურთელებს, რომლებიც სამი წლის წინ ნაკლებად ცნობილები იყვნენ და მათაც არ დაგვაღალატეს.“ - აღნიშნა მანჩინიმ Sky Sport Italia-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებს 34-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და მსოფლიო რეკორდის გასამეორებლად ერთი წაუგებელი მატჩი სჭირდება.