"მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ტალანტია", - ფაბრიციო რომანო კვარაცხელიაზე ალაპარაკდა
გავლენიანმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა.
"ერთი ადამიანი გავიცანი 3 თვის წინ და მან მითხრა, რომ დავკვირებოდი ხვიჩა კვარაცხელიას. ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, ვინც ამ ფეხბურთელს აიყვანს გუნდში, მათ ეყოლებათ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ტალანტი. მე გაოცებული ვარ ამ ფეხბურთელით," - განაცხადა ფაბრიციო რომანომ.
შეგახსენებთ, რომ ყაზანის რუბინის ქართველი ნახევარმცველი 18 მილიონ ევროდაა შეფასებული. მას ევროპის არაერთ კარგ გუნდს უკავშირებენ.