ავტორიზაცია

რას წერს გერმანული პრესა გლადბახის ინტერესზე კვარაცხელიას მიმართ?

რას წერს გერმანული პრესა გლადბახის ინტერესზე კვარაცხელიას მიმართ?
თარიღი 20 ივლ 2021, 12:06

ყაზანის "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას სახელი ევროპულმა პრესამ ამჯერად მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" დაუკავშირა.

საინტერესოა, რას წერს გერმანული პრესა ქართველი ვინგერის "პრუსიელებში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ. გთავაზობთ Fussballtransfers-ის სტატიის თარგმანს:

"გლადბახს ჯერჯერობით არ აქვს შოპინგისთვის განკუთვნილი ფული და იმ დრომდე, სანამ გუნდი არ გაყიდის თავისი ვარსკვლავებიდან ერთ-ერთს მაინც, ასე იქნება.

ცხადია, ბორუსია მაინც აწარმოებს მოლაპარაკებას პოტენციურ ახალწვეულებთან, ასეთი ფეხბურთელი არის ორი - კვარაცხელია და ფავრი.

ქართველი შემტევი რუბინის საუკეთესო ფეხბურთელია და მისი გამოყენება შესაძლებელია ორივე ფლანგზე, თუმცა უფრო კომფორტულად ის მარცხნიდან თამაშობს.

რაც შეეხება ფრანგ ნახევარმცველს, "პრუსიელების" გარდა, მის სახელს დორტმუნდსა და ლევერკუზენსაც უკავშირებენ", - წერს Fussballtransfers

4 დაბრკოლება, რომელიც კვარაცხელიას ევროპაში შესაძლო ტრანსფერთან არის დაკავშირებული