4 დაბრკოლება, რომელიც კვარაცხელიას ევროპაში შესაძლო ტრანსფერთან არის დაკავშირებული
ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის "რუბინიდან" წასვლა საკმაოდ აქტუალური თემაა. Championat.com-მა თავის მხრივ დაასახელა ოთხი პრობლემა, რომელიც ქართველის ტრანსფერს უკავშირდება.
პირველი - რუსული გუნდის შემტევმა მაღალ დონეზე ჩაატარა სულ რაღაც ერთი სეზონი და ბევრისთვის ეს შესაძლოა არ იყოს საკმარისი.
მეორე - 20-წლის ვინგერს აქვს პრობლემები რეალიზაციასთან, გამორჩეული სეზონის გათვალისწინებით, 22 შეხვედრაში გატანილი 4 გოლი ბევრი ნამდვილად არ არის.
მესამე - ევროკავშირის პასპორტის არ ქონა, რაც პირდაპირ არის კავშირში სხვადასხვა სახის შეზღუდვებთან ევროპულ კლუბებში.
მეოთხე - რუსეთის ჩემპიონატის რეპუტაცია. დიახ, პრემიერ ლიგა ნამდვილად არ არის ერედივიზიონი ან პრიმეირა ლიგა, რომელსაც გრანდები გამუდმებით აკვირდებიან, მითუმეტეს, ძალიან მცირეა იმ მოთამაშეების რაოდენობა, რომლებმაც რპლ-ის დატოვებით, ევროპაში გაიბრწყინეს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, "წითელ-მწვანეების" 21-ე ნომერს ევროპული კლუბების ყურადღება ნამდვილად არ აკლია.