ავტორიზაცია

"მატჩის შემდეგ კვარაცხელია მოდის და მეკითხება: შენ ქართველი ხარ?" - რუსი მსაჯი

"მატჩის შემდეგ კვარაცხელია მოდის და მეკითხება: შენ ქართველი ხარ?" - რუსი მსაჯი
თარიღი 18 ივლ 2021, 12:30

წინასასეზონო ტურნირზე რუბინისა და ხიმკის(1-0) მატჩის შემდეგ მომხდარი სახალისო სიტუაცია გაიხსენა რუსმა მსაჯმა ანასტასია პუსტოვოიტოვამ.

რუსი მანდილოსანი მსაჯის განცხადებით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია მასთან მივიდა და ჰკითხა, ქართველი ხომ არ იყო.

"სასაცილო ამბავი მოხდა რუბინი-ხიმკის მატჩის შემდეგ: ხვიჩა კვარაცხელია ჩემთან მოდის, მადლობას მიხდის და მეკითხება: "შენ ქართველი ხარ?". მე ვუპასუხე: "განსხვავებული სულის ადამიანი ვარ", რაზეც მიპასუხა, რომ ქართველს ძალიან ვგავდი. მადლობა გადავუხადე, რადგან ჩავთვალე, რომ კომპლიმენტი მითხრა," - განაცხადა ანასტატია პუსტოვოიტოვამ.

აღნიშნულ შეხვედრაში ერთადერთი გამარჯვების გოლი სწორედ ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა 90-ე წუთზე.