ავტორიზაცია

VIDEO: "ტილო მომეცი, ძმაო!", - გავიხსენოთ რუბინის ქართველი ლეგიონერების სანაძლეო და მანქანების რეცხვა

თარიღი 17 Jul 2021, 11:15

გავიხსენოთ 2019 წლის აგვისტოში გადაღებული სახალისო ვიდეო ყაზანის "რუბინიდან". რუსული გუნდის შემტევებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ზურიკო დავითაშვილმა და ბექა მიქელთაძემ, ივან კონოვალოვთან სანაძლეო წააგეს.

სანაძლეოს პირობები იყო ასეთი - იმ შემთხვევაში, თუ რუსი მეკარე აიღებდა ქართველები ლეგიონერების მინიმუმ ერთ პენალტს, ისინი გარეცხავდნენ მის მანქანას.

სამიდან სამი ზუსტად შესრულებული დარტყმის შემთხვევაში კი ქართველი ლეგიონერების მანქანებს უკვე "წითელ-მწვანეების" კიპერი გარეცხავდა.

აღსანიშნავია, რომ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა მხოლოდ დავითაშვილმა, შედეგად, ქართველებს მანქანების რეცხვა არ აცდათ.

აქვე დავატებთ, რომ ქართული ტრიოდან ლეონიდ სლუცკისთან დარჩა მხოლოდ კვარაცხელია. ზურიკო გადავიდა ტულის "არსენალში", მიქელთაძე კი "ნიუკასლ ჯეტსში".

კვარაცხელია საკუთარ მომავალზე: "დაველოდოთ, სატრანსფერო ფანჯარა ხომ სექტემბერში იხურება"