კვარაცხელია საკუთარ მომავალზე: "დაველოდოთ, სატრანსფერო ფანჯარა ხომ სექტემბერში იხურება"
მოსკოვის "სპარტაკისა" და ყაზანის "რუბინის" ამხანაგური შეხვედრის შემდეგ (4:0), Спорт-Экспресс-ი ხვიჩა კვარაცხელიას გაესაუბრა:
"სპარტაკთან წაგება? არაუშავს, ყველაფერი კარგად არის, ეს ხომ უბრალოდ ამხანაგური შეხვედრა იყო. შეცდომების გამოსასწორებლად დრო გვაქვს.
რაც შეეხება ჩემს მომავალს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დიდი დროა და ახლა წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ცოტაც მოვიცადოთ.
სექტემბრამდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს და აქედან გამომდინარე, მომავლის გეგმებზე საუბარი ჩემთვის რთულია", - განაცხადა ქართველმა.
შეგახსენებთ, რომ რუსული გუნდის შემტევის სახელს უკავშირებენ არაერთ ევროპულ გრანდს, მათ შორის მიუნხენის "ბაიერნს", ტურინის "იუვენტუსსა" და სხვებს.
რაც შეეხება 20-წლის ვინგერის სატრანსფერო ღირებულებას, "წითელ-მწვანეები" მას დაახლოებით 25 მილიონ ევროდ აფასებენ.