აუარისთვის პრემიერ ლიგის 4 წამყვანი კლუბი იბრძვის — ლიონმა ფასი დაასახელა
"ლიონის" ნახევარმცველმა, უსემ აუარმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.
როგორც ფრანგულ პრესაში იწერება, კლუბის პრეზიდენტმა, ჟან-მიშელ ოლასმა გუნდის მთავარ მწვრთნელს, პეტერ ბოშს აცნობა, რომ მზად იქნება 23 წლის ფრანგი 30-35 მილიონ ევროდ გაყიდოს.
აქამდე არსებული ცნობით, აუარის შეძენისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული", "არსენალი" და "ტოტენჰემი" იბრძვიან.
2020/21 წლების სეზონში აუარმა ყველა ტურნირზე ერთად 33 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
Transfermarkt-ის ვერსიით, "ლიონის" ლიდერის სატრანსფერო ფასი 42 მილიონ ევროდ შეადგენს.