თითქოს, წინააღმდეგია — სიმეონემ ატლეტიკოში გრიზმანის შესაძლო დაბრუნებაზე მოკლე კომენტარი გააკეთა

"ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ გუნდში "ბარსელონას" თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის შესაძლო დაბრუნებაზე გავრცელებულ ჭორებზე კომენტარი გააკეთა.
"იმედი მაქვს, ანტუანი "ბარსელონაში" დიდ წარმატებებს მიაღწევს", - ციტირებს Marca არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს.
გრიზმანი "ატლეტიკოში" 2014 წლის ივლისიდან 2019 წლის ივლისამდე ასპარეზობდა. ფორვარდი მადრიდული კლუბიდან "ბარსაში" 2019 წლის ზაფხულში 120 მილიონ ევროდ გადავიდა.
2020/21 წლების სეზონში 30 წლის ფრანგმა კატალონიელთა მაისურით 51 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, გრიზმანის სატრანსფერო ფასი 60 მილიონ ევროს შეადგენს.
როგორც იწერებოდა, "ბარსა" და "ატლეტიკო" ანტუანის საულ ნიგესში გაცვლის შესაძლებლობას განიხილავდნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, შეთანხმება ვერ შედგა.