უკვე მესამე დანიშვნა — ჰოლანდიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა გარკვეულია

ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს უახლოეს პერიოდში ლუი ვან გაალი ჩაიბარებს, წერენ ადგილობრივ პრესაში.
გავრცელებული ინფორმაციით, 69 წლის მწვრთნელსა და ფედერაციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაზეა. ცნობილი სპეციალისტი 2016 წლიდან უმუშევარია.
აქამდე არსებული ცნობით, ვან გაალი "ნარინჯისფრებთან" 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. იგი ფრანკ დე ბურს შეცვლის, რომელიც ევრო 2020-ის შემდეგ წავიდა, სადაც ჰოლანდიელები 1/8 ფინალში ჩეხეთთან (0:2) დამარცხდნენ.
შეგახსენებთ, ლუი ვან გაალს აქამდე ჰოლანდიის ნაკრებში 2000-დან 2001 წლამდე და 2012-დან 2014 წლამდე მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2014 წლის მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა.