ავტორიზაცია

ეტო'ო: "ერთი განსაკუთრებული სურვილი მაქვს — 2022 წლის მუნდიალზე კამერუნისა და ყატარის ფინალის ხილვა"

ეტო'ო: "ერთი განსაკუთრებული სურვილი მაქვს — 2022 წლის მუნდიალზე კამერუნისა და ყატარის ფინალის ხილვა"
თარიღი 21 ივლ 2021, 22:18

კამერუნის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, სამუელ ეტო'ომ, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ელჩია, ყატარში გასამართი მუნდიალის შესახებ ისაუბრა.

"ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა დროის საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. და ერთი განსაკუთრებული სურვილი მაქვს - კამერუნისა და ყატარის ფინალის ხილვა", - ციტირებს ვეტერანი აფრიკელის სიტყვებს ფიფას პრესსამსახური.

"სიამოვნებით მივიწვევ ყველას ყატარში. აქ ბევრი რამ არის სანახავი და იმედი მაქვს, გულშემატკივრები დღეში ჯგუფური ეტაპის ორ მატჩზე დასწრების შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებენ. ეს იმდენად უნიკალური რამაა, რომ შემდეგ შეუძლიათ ამის შესახებ თავიანთ შვილიშვილებს მოუყვნენ. რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თან არ წამოიყვანენ".

"აქ, დოჰაში, იმდენი ბევრი ლამაზი ადგილია. გულშემატკივრებს შეუძლიათ დრო ბრწყინვალედ გაატარონ და ფეხბურთით ისიამოვნოთ. ყატარში დეკემბერში ამინდი შესანიშნავია, დაახლოებით 20 გრადუსი, ასე რომ იდეალური პირობები იქნება არა მხოლოდ ფეხბურთელებს, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ყატარს ეწვევა", - დასძინა ეტო'ომ.

მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე ჩატარდება.