გრიზმანს სასურველი კლუბი უკვე შერჩეული ჰყავს და მზად არის ბარსელონაზე ზეწოლა მოახდინოს — MARCA
"ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის თავდამსხმელ ანტუან გრიზმანისა და ნახევარმცველ საუნ ნიგესის გაცვლა შესაძლოა მაინც შედგეს.
აქამდე არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები შეწყდა, რადგან კატალონიელებს დამატებით 20 მილიონი ევრო ან შემტევი ნახევარმცველი, ჟოაო ფელიქსი სურდათ, რამაც მადრიდელები არ დააკმაყოფილა.
როგორც გავლენიანი გამოცემა Marca იტყობინება, გადამწყვეტი ფაქტორი შესაძლოა თავად ფრანგი ფორვარდის პოზიციამ იქონიოს.
ანტუანი "ბარსადან" უნდა წავიდეს, რადგან კლუბს სახელფასო ხარჯების შემცირება სჭირდება. ის ფაქტი, რომ მისი კონტრაქტი ჯერ კიდევ რამდენიმე წელი ძალაშია, ფეხბურთელს აძლევს უფლებას კლუბს საკუთარი სურვილის შესახებ ამცნოს.
გრიზმანმა შესაძლოა "ბარსელონაზე" ზეწოლა მოახდინოს, რათა სწორედ "ატლეტიკოში" გადავიდეს, სანამ კლუბი სხვა კლუბებთან დაიწყებს მოლაპარაკებებს - "პსჟ"-სთან ან პრემიერ ლიგის კლუბებთან.
თავის მხრივ, "ატლეტიკო" არ არის მზად ფრანგს იმხელა ხელფასი უხადოს, რამდენსაც ეს უკანასკნელი ითხოვს.
მიუხედავად ამისა, ზოგიერთი წყაროს ცნობით, მადრიდში დაბრუნების შემთხვევაში, ანაზღაურების შემცირება (ამჟამად წელიწადში 20 მილიონ ევროს აღემატება) არც ისე მნიშვნელოვანი იქნება. უფრო მეტიც, გადასახადის ნაწილი შესაძლოა საკუთარ თავზე "ბარსამ" აიღოს.
თითქოს, წინააღმდეგია — სიმეონემ ატლეტიკოში გრიზმანის შესაძლო დაბრუნებაზე მოკლე კომენტარი გააკეთა