ავტორიზაცია

ჩინეთთან ურთიერთობის გაფუჭების შიშით, ბარსელონამ H&M-თან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა

ჩინეთთან ურთიერთობის გაფუჭების შიშით, ბარსელონამ H&M-თან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა
თარიღი 21 Jul 2021, 22:56

"ბარსელონამ" ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანია H&M-თან თანამშრომლობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები შეწყვიტა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი შემდეგია - კატალონიურ კლუბს ჩინეთთან კონფლიქტი არ სურს, წერს Diario ARA.

2021 წლის მარტში H&M-მა დაადასტურა, რომ გადაწყვიტა სინჯიანგ-უიგურის ავტონომიური რაიონიდან ბამბა აღარ შეიძინოს, ადამიანთა უფლებების შესაძლო დარღვევისა და უიგურთა იძულებითი შრომის გამოყენების გამო. ამის საპასუხოდ, ჩინეთში ამ კოპანიის მაღაზიების დახურვა დაიწყეს, H&M-ის გადაწყვეტილება გააკრიტიკა ჩინეთის მოსახლეობამ.

"ბარსელონას" წყაროებმა EFE-ს მოლაპარაკებების შეწყვეტაზე გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ პირველ რიგში, აღშფოთება ჰონგ კონგში კლუბის წარმომადგენლობამ გამოხატა.

როგორც აღინიშნება, "ბარსას" H&M-ისთვის მოლაპარაკებების შეჩერების მიზეზი არ დაუმალავს.

პოტენციური პარტნიორობის ფარგლებში, "ბარსელონა" კომპანიისგან წელიწადში დაახლოებით 3 მილიონ ევროს მიიღებდა. აგრეთვე, გუნდის ფეხბურთელებს ბრენდის ტანსაცმელსაც მიაწვდიდნენ.