მანჩესტერის ფეხბურთელები პოგბას გაშვების მომხრენი არიან — ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას მომავალი ჯერაც გაურკვეველია, წერენ ბრიტანულ პრესაში.
ინგლისურ კლუბში ბოლო ორ წელიწადში 28 წლის ფრანგის მიერ გამოვლენინ პროფესიონალიზმს აქებენ, მიუხედავად იმისა, რომ "რეალში" გადასვლის სურვილი საჯაროდ გამოთქვა.
როგორც "ეშმაკუნების" ფეხბურთელები ფიქრობენ, რომლებიც პოგბასთან დანარჩენებზე მეტად არიან ახლოს, კლუბმა პოლი უნდა გაუშვას. მათი აზრით, ეს გუნდისთვისაც სასარგებლო იქნება და თავად ფეხბურთელისთვისაც.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა პოგბას მანიკუნიანელებთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება. აქამდე არსებული ინფორმაციით, "პსჟ" მზად არის 50 მილიონი ევრო გადაიხადოს.
გასულ სეზონში "ემიუს" სუპერვარსკვლავმა პრემიერ ლიგაში 26 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.