ავტორიზაცია

პსჟ კვლავ საქმეშია - შემდეგი სამიზნე პოგბა იქნება

პსჟ კვლავ საქმეშია - შემდეგი სამიზნე პოგბა იქნება
თარიღი 21 ივლ 2021, 11:52

"პარი სენ-ჟერმენმა" უკვე დაიმატა სერხიო რამოსი, ჯორჯინიო ვეინალდუმი, აშრაფ ჰაკიმი და ჯანლუიჯი დონარუმა. Daily Mail-ის თანახმად, "პსჟ" გაჩერებას არც ახლა აპირებს.

პარიზული კლუბის შემდეგი სამიზნე არის "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველი, პოლ პოგბა, რომლის სანაცვლოდ კლუბი 50 მილიონს გაიმეტებს.

აღსანიშნავია, რომ "წითელი ეშმაკები" არ არიან ფრანგი ფლეიმეიქერის გაყიდვის წინააღმდეგები და იგივე აზრზე თავად ფეხბურთელიც არის.

იგივე წყაროს მტკიცებით, "ლურჯ-წითლები" არიან ერთადერთები, ვინც "მანკუნიანელების" გამთამაშებლის ტრანსფერს ფინანსურად გაწვდებიან.

ამასთან ერთად, ოლე-გუნარ სოლსკიაერის გუნდის ექვსიანი თავისი ამჟამინდელი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.