ავტორიზაცია

მანჩესტერი პოგბასთვის რეკორდულ კონტრაქტზე მუშაობს

მანჩესტერი პოგბასთვის რეკორდულ კონტრაქტზე მუშაობს
თარიღი 14 ივლ 2021, 21:39

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველი, პოლ პოგბა უდიდესი ალბათობით თავის ამჟამინდელ კლუბში დარჩება.

ინსაიდერ რუდი გალეტის ინფორმაციის თანახმად, ფრანგი ფლეიმეიქერი "წითელ ეშმაკებთან" ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

"მანკუნიანელების" გამთამაშებელი გახდება გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, 390 ათასი ფუნტი სტერლინგით კვირაში.

ყოველწლიურად ეს არის 18.7 მილიონი ფუნტი, ევროებში კი 22 მილიონი. შეგახსენებთ, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშის სტატუსს ამ დროისთვის დავიდ დე ხეა ინარჩუნებს.

ესპანელი მეკარე "ოლდ ტრაფორდზე" იღებს 375 ათას ფუნტ სტერლინგს კვირაში, თუმცა როგორც ვხედავთ, მალე მას საფრანგეთის ნაკრების 6-იანი გაასწრებს.