ავტორიზაცია

"ვესაუბრე, შეუძლებელია ჭორები უბრალოდ უარყო", - სიმეონე საულის ბარსელონაში შესაძლო გადასვლას ეხმაურება

"ვესაუბრე, შეუძლებელია ჭორები უბრალოდ უარყო", - სიმეონე საულის ბარსელონაში შესაძლო გადასვლას ეხმაურება
თარიღი 21 ივლ 2021, 23:52

"ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ნახევარმცველ საულ ნიგესის შესაძლო წასვლაზე განცხადება გააკეთა.

"მას ვესაუბრე, შეუძლებელია ჭორები და საუბრები უბრალოდ უარყო. თუ დარჩება, მაშინ ისე უნდა იმუშაოს, როგორც ყოველთვის, ხოლო თუ წავა, კარი ღიაა - კარგი გაგებით".

"ერთად 8 წელი გავატარეთ და ვფიქრობ, მე, როგორც მწვრთნელმა, მისთვის ყველაფერი გააკეთა, მან კი, როგორც ფეხბურთელმა, ჩვენთვის ყველაფერი გააკეთა".

"თუ დარჩება, ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე სხვა ნახევარმცველებთან კონკურენტია მოუწევს. თუ წასვლას აპირებს - მაგრად ჩავეხუტებით და წარმატებებს ვუსურვებთ, როგორც ყველა იმ ბიჭის შემთხვევაში, რომელმაც კლუბს ცხოვრება მიუძღვნა და ჩვენთან მეგობრულ ურთიერთობაში დარჩა. სადაც არ უნდა წავიდეს - "ბარსელონაში" თუ რომელიმე სხვა კლუბში", - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს AS.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, "ბარსელონამ" და "ატლეტიკომ" ანტუან გრიზმანი და საულ ნიგესი გაცვალონ.