ავტორიზაცია

დონარუმა: "პარი სენ ჟერმენში გადმოსვლისკენ ბუფონთან საუბარმა მიბიძგა, რჩევა მომცა"

დონარუმა: "პარი სენ ჟერმენში გადმოსვლისკენ ბუფონთან საუბარმა მიბიძგა, რჩევა მომცა"
თარიღი: 21 ივლ 2021, 23:57

"პსჟ"-ს ახალწვეულმა, ჯანლუიჯი დონარუმამ "მილანიდან" პარიზულ კლუბში გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

"ამ კლუბზე კარგი რაღაცები მესმოდა. ბუფონს ვესაუბრე და "პსჟ"-ში გადასვლა მირჩია, გუნდის ისტორიაზე მომიყვა, იმაზე, თუ როგორი კარგია იყო მისი ნაწილი".

"ძალიან გახარებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მითხრა, ამან აქ გადმოსვლისკენ მიბიძგა. ვამაყობ, ამ გუნდის ნაწილი რომ ვარ. ვეცდებით, ერთად გავიმარჯვოთ", - ციტირებს დონარუმას სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

მოგეხსენებათ, 22 წლის იტალიელი მეკარე "პარი სენ ჟერმენში" ამ ზაფხულს "მილანიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.