ავტორიზაცია

EXCLUSIVE: სამშობლოში ბრუნდება - კირკიტაძის კვიპროსში ტრანსფერი ჩაიშალა

EXCLUSIVE: სამშობლოში ბრუნდება - კირკიტაძის კვიპროსში ტრანსფერი ჩაიშალა
თარიღი 22 ივლ 2021, 11:20

24 წლის ქართველი ნახევარმცველის თორნიკე კირკიტაძის ტრანსფერი კვიპროსულ არის ლიმასოლში არ შედგება.

ამის შესახებ GOAL.GE-მ ექსკლუზიურად შეიტყო და ცნობილია ისიც, რომ თორნიკე კირკიტაძემ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. ამის მიზეზი ფლანგის შემტევის მუხლია, რომლის გამოც დაახლოებით 20 დღე ვარჯიშს ვერ შეძლებს.

თორნიკე კირკიტაძე ამ მომენტში თავისუფალი აგენტია, თუმცა GOAL.GE-ს ინფორმაციით, უდიდესი ალბათობით, კვლავ თბილისის ლოკომოტივთან გააფორმებს ხელშეკრულებას.

24 წლის თორნიკე კირკიტაძე თბილისის ლოკომოტივში 2019 წლიდან თამაშობს, სადაც რუსთავიდან გადავიდა. მიმდინარე სეზონში თბილისური გუნდის მაისურით მის აქტივში 20 შეხვედრაში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.