რატომ არაა ჩაკვეტაძე გენტის სამატჩო განაცხადში? - მიზეზი ცნობილია

კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბელგიური გენტი ნორვეგიულ ვალერენგას დაუპირისპირდება.
ბელგიურმა კლუბმა მატჩისწინა განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც 21 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ვერ მოხვდა.
GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა შემტევმა ვარჯიში გუშინ განაახლა, ჩაკვეტაძეს 3 დღე მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა საბედნიეროდ, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტი უარყოფითი იყო.
გიორგი ჩაკვეტაძემ გენტთან ერთად წინასასეზონო შეკრება სრულად გაიარა, მონაწილეობა კი ყველა ამხანაგურ მატჩში მიიღო.