ავტორიზაცია

"რუბინი თითქოს უკვე შეეგუა კვარაცხელიას მოსალოდნელ გაყიდვას", - რუსული პრესა

"რუბინი თითქოს უკვე შეეგუა კვარაცხელიას მოსალოდნელ გაყიდვას", - რუსული პრესა
თარიღი 21 Jul 2021, 11:17

Спорт-Экспресс-მა ყაზანის "რუბინს" მიუძღვნა ვრცელი სტატია და ცხადია, ყურადღების გარეშე არც ხვიჩა კვარაცხელია დარჩა:

"კვარაცხელიას მომავალი გაურკვეველია და ასეთი მდგომარეობა უკვე ერთი წელია, რაც არის. მის სახელს უკავშირებენ არაერთ კლუბს, მაგრამ ოფიციალური წინადადება რუბინს არავისგან მიუღია.

კლუბში არ გამორიცხავენ ქართველი შემტევის დარჩენას, თუმცა იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ყაზანში მის წასვლას ეგუებიან.

განხორციელდა ხაქშაბანოვიჩის ტრანსფერი, თუმცა ის ვერ თამაშობს თავის ჩვეულ პოზიციაზე, რადგან იქ სწორედ ხვიჩა დგას.

20-წლის ვინგერი უფრო ახლოს არის წასვლასთან, ვიდრე დარჩენასთან, თუმცა მისი ტრანსფერი სავარაუდოთ ზაფხულის ბოლომდე გაიწელება".

შეგახსენებთ, რომ რუსული გუნდის გარემარბის სახელს უკანასკნელ პერიოდში ყველაზე აქტიურად მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" უკავშირებენ.