კახა ცხადაძე მარცხის შემდეგ: "დინამოს მთავარი პრობლემა ოსტატობაა"

"მაკაბისთან" მარცხის შემდეგ კომენტარი "დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გააკეთა.
"ვერც ნეფტჩიმ და ვერც მაკაბიმ გუნდური თამაშით ვერ გვაჯობა. ორივე მატჩში ყველაფერი ინდივიდუალიზმმა გადაწყივტა. ყველამ ვნახეთ, რომ 70-ე წუთის შემდეგ მათ დრო მარტივად გაჰყავთ.
როცა ფლანგზე ამდენ გადაცემას ვაკეთებთ და ყველა არაზუსტია, ეს ინდივიდუალიზმის ბრალია. კონკრეტულ ფეხბურთელებს დახვეწა და ოსტატობა სჭირდებათ - დინამოს მთავარი პრობლემა სწორედ ესაა.
პირველი ტაიმის შემდეგ ორი შეცვლა გავაკეთეთ, რატომ? - იმიტომ, რომ ის ვერ მივიღეთ, რასაც ვითხოვდით.
ხან ფეხი გვიცდება, ხან ბურთს ფეხს ვაცილებთ - ასეთი შეცდომები არ უნდა დავუშვათ", - განაცხადა ცხადაძემ.