ავტორიზაცია

ნაგელსმანი: "ბაიერნი უტიტულოდ ჩავიბარე? სასაცილოა, არც რეალიდან მოვსულვარ და არც ბარსელონადან"

ნაგელსმანი: "ბაიერნი უტიტულოდ ჩავიბარე? სასაცილოა, არც რეალიდან მოვსულვარ და არც ბარსელონადან"
თარიღი 23 Jul 2021, 00:12

„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, უტიტულობის გამო მის მიმართ წამოსულ კრიტიკას უპასუხა.

„სასაცილო მეჩვენება, როცა ხალხი ამბობს, რომ „ბაიერნი“ ტიტულის მოგების გარეშე ჩავიბარე. მე ხომ „რეალში“ ან „ბარსელონაში“ არ მიმუშავია.

თუ კარიერას უტიტულოდ დავასრულებ, სასიკვდილოდ მოწყენილი არ ვიქნები. მაგრამ, არც ისე ცუდი იქნება გქონდეს მიღწევები და ტიტულები.

როცა ჩემს კარიერაზე ვფიქრობ, მინდა, რომ უბრალოდ კარგი მწვრთნელი არ დამიძახონ. პირველ რიგში, მსურს, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა თქვან, რომ კარგი ადამიანი ვარ. 

სამწვრთნელო საქმიანობა უფრო მალე ეცემა დავიწყებას, ვიდრე ადამიანური ურთიერთობები.“ - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Bayern & Germany.

შეგახსენებთ, რომ ნაგელსმანმა სამწვრთნელო კარიერა 28 წლის ასაკში „ჰოფენჰაიმში“ დაიწყო, „ბაიერნში“ დანიშვნამდე კი „ლაიპციგში“ მუშაობდა.