ვეინალდუმმა ბარსელონასთვის უარის თქმის და პსჟ-ში გადასვლის მიზეზი დაასახელა
ჯორჯინიო ვეინალდუმმა „ბარსელონასთვის“ უარის თქმის და „პსჟ-ში“ გადასვლის მიზეზები გაამხილა.
30 ივნისს ნიდერლანდელს „ლივერპულთან“ კონტრაქტი ოფიციალურად ამოეწურა და ის თავისუფალი აგენტის სტატუსით „პსჟ-ში“ გადავიდა. მიიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონასთან“ გაცილებით ადრე ჰქონდა შეთანხმება მიღწეული და პარიზელები საქმეში ბოლო მომენტში ჩაერთვნენ.
„კონტრაქტის ამოწურვისთვის სხვადასხვა კლუბები დამიკავშირდნენ. როცა „პსჟ-მ“ დამირეკა, ყველაფერი მალე შევათანხმეთ და კონტრაქტიც გაფორმდა.
მაურისიო პოჩეტინო ჩემ დამატებას „ტოტენჰემშიც“ ცდილობდა, ანუ მასთან საუბარი აქამდეც მქონია.
კლუბმა მაგრძნობინა, რომ ჩემი გადაბირება მართლაც სურდათ და ჩემს გადაწყვეტილებაზე ამანაც ძალიან დიდი გავლენა იქონია.“ - ციტირებს ვეინალდუმის სიტყვებს ესპანური გამოცემა Marca.
ოფიციალურად ეს ინფორმაცია რა თქმა უნდა არ საჯაროვდება, მაგრამ იწერება, რომ „პსჟ-მ“ ვეინალდუმს „ბარსელონასთან“ შედარებით ზუსტად ორმაგი ხელფასი შესთავაზა, რამაც მისი გადაწყვეტილება გაამარტივა.