ავტორიზაცია

ცხადაძე გულშემატკივრებს დაუპირისპირდა: "ის ნაძირლები 20 ლარის სანაცვლოდ იყიდებიან"

ცხადაძე გულშემატკივრებს დაუპირისპირდა: "ის ნაძირლები 20 ლარის სანაცვლოდ იყიდებიან"
თარიღი 23 ივლ 2021, 01:15

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისი" "მაკაბისთან" 1:2 დამარცხდა.

მატჩი შემდეგ, კახა ცხადაძე რამდენიმე გულშემატკივარს სიტყვიერად იმიტომ დაუპირისპირდა, რომ მთელი თამაში მწვრთნელის მიმართ უცენზურო სიტყვებს იძახდნენ.

"ის ნაძირლები, ვინც 20 ლარის გამო იყიდებიან და იგინებიან, ხალხი საერთოდ არ არიან და აქ არ უნდა ცხოვრობდნენ.

დილიდან ღამემდე ვმუშაობ, გუნდს ვამზადებ, ხედავთ, რომ გუნდურობით მათზე ნაკლებად არ ვთამაშობთ და რატომ უნდა შეიგინო?

ჯერ საქმე სულ რაღაც ერთი თვეა დავიწყეთ და ისეთ პირობებზე მოვედი, ბევრს ალბათ გაეცინება", - თქვა ცხადაძემ.