ავტორიზაცია

ამ შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვეძლება - გეგუჩაძე ბატესთან მატჩის შემდეგ

ამ შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვეძლება - გეგუჩაძე ბატესთან მატჩის შემდეგ
თარიღი 23 ივლ 2021, 02:20

ბათუმის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ კონფერენს ლიგის მე-2 ეტაპზე ბატესთან(0-1) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"იმავე აზრზე ვარ: ვფიქრობ, შანსი არ დაგვიკარგავს. ისიც ვთქვი, რომ ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშებით. რატომღაც მიიჩნევა, რომ ბატე არ არის ძლიერი. არადა, სინამდვილეში, ძალიან კარგი გუნდია და ამას ნუ დავუკარგავთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გუნდი ძალიან გამოცდილია. ალბათ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. შანსი, რა თქმა უნდა, გვაქვს და უნდა შევაცდოთ, რომ გამოვიყენოთ. ამ ერთ კვირაში გამოცდილებას ვერ შევიძენთ, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი, რაც დღეს, მე ვფიქრობ, კარგად არ გამოგვივიდა. თავისთავად ცხადია, რომ ეს მოწინააღმდეგის დამსახურებაც არის.

"ჩვენი ფეხბურთელებისგან უკეთეს თამაშს ველოდები. უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და დამიჯერეთ, ეს მათთვის სიურპრიზი იქნება. ამ შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გასვლას შევძლებთ,"
- განაცხადა გეგუჩაძემ.

განმეორებით მატჩს ბათუმის დინამო ბატესთან ბელარუსში, 29 ივლისს გამართავს.