რეალის ახალ ფიზმომზადების მწვრთნელს აზართან დაკავშირებით სპეციალური გეგმა აქვს შემუშავებული
მადრიდის „რეალის“ ახალი სამწვრთნელო შტაბი ედენ აზართან განსაკუთრებული მიდგომით იმუშავებს.
AS-ის ინფორმაციით, კარლო ანჩელოტის აზარისგან და გარეტ ბეილისგან მაქსიმალური სარგებლის მიღება სურს, იმიტომ რომ ამ ზაფხულს „რეალს“ კილიან მბაპეს შეძენა გაუჭირდება.
მიუხედავად ამისა, ხელმძღვანელობა მზადაა, აზარის თაობაზე შემოსული ნებისმიერი შემოთავაზება განიხილოს და შანსის გამოჩენისთანავე ბელგიელი გაასხვისოს.
ბელგიის ნაკრების ექიმი ლივენ მასჰალკი „რეალის“ ფიზ.მომზადების ყოფილი მწვრთნელის, გრეგორი დიუპონის და კლუბის მთავარი ექიმის მეთოდებს არ ეთანხმება.
ევრო 2020-ს დროს, მესჰალკმა აზარს ურჩია, ბელგიის კლინიკაში გაემგზავროს, რომელიც მუხლებისა და ტერფების ტრავმებზეა სპეციალიზებული.
გარდა ამისა, „რეალის“ ახალმა ფიზ.მომზადების მწვრთნელმა, ანტონიო პინტუსმა, აზარისთვის წინასასეზონო მომზადებისთვის სპეციალურ გეგმას შეიმუშავებს, რათა სეზონის საწყის ეტაპს ფეხბურთელი მაქსიმალურ მზადყოფნაში შეხვდეს.
გასულ სეზონში აზარმა ლა ლიგის 14 მატჩში ითამაშა და 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.