ავტორიზაცია

ისკო, ვარანი, მარსელო, მბაპე - ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა რეალის სატრანსფერო ზაფხულზე ისაუბრა

ისკო, ვარანი, მარსელო, მბაპე - ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა რეალის სატრანსფერო ზაფხულზე ისაუბრა
თარიღი 23 ივლ 2021, 16:25

Goal Espana-ს ავტორიტეტული ჟურნალისტი მარიო კორტეგანა რეალის აქტუალურ საკითხებზე საუბრობს:

„ამჟამად გუნდში 28 ფეხბურთელია, ვარანის გარდა 27, ანუ კიდევ 3-4 მოთამაშე უნდა წავიდეს, რათა სახელფასო ლიმიტი შემცირდეს და გუნდმა თანხაც გამოიმუშავოს.

ერთ-ერთი წამსვლელი შესაძლოა ოდრიოსოლა იყოს. ის მესამე მარჯვენა მცველია გუნდში და შეიძლება წავიდეს. თუმცა, არაფერი ვიცი მილანის ინტერესის შესახებ. არაა გამორიცხული, ისკოც სხვაგან გადავიდეს.

იოვიჩს დარჩენა უნდა, თუმცა მის მიმართ ინტერესი იტალიიდანაც არის და გერმანიიდანაც. კლუბი მარიანოს მიმართ გაღიზიანებულია, რადგან ის წასვლაზე უარს ამბობს, ხელმძღვანელობა ძალიან გაბრაზებულია. 

ვარანმა გადაწყვიტა, რომ თუ კლუბები შეთანხმებას მიაღწევენ, ის წავა. მან რეალში ყველაფერს მიაღწია და დიდი ხანია თავის სხვაგან მოსინჯვაც სურს, განსაკუთრებით პრემიერ ლიგაში.

ვარანს საფრანგეთშიც სურდა დაბრუნება. 2019 წელს წასვლა ახლოს იყო, იყო კონტაქტები „იუნაიტედთან“ და „პსჟ-სთან“. თუმცა, ბოლოს ის ზიდანმა დაიყოლია. გარდა ამისა, მას კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი სეზონის შემდეგ არ უნდოდა წასვლა.

ახლა, ვარანი წასვლასთან ახლოსაა, მაგრამ საქმე ფულს არ ეხება. ეს უფრო სხვა გამოცდილების მიღების საკითხია. მას რაღაც ახალი უნდა და პრემიერ ლიგაში თამაშის იდეით მოხიბლულია.

კლუბს მცველის შეძენა პრიორიტეტად დასახული არ აქვს, ვალეხოს დარჩენა უნდა და მეოთხე მცველი ის იქნება. იჯარების შემდეგ ის ძალიან ძლიერი და მიზანდასახული დაბრუნდა. გარდა ამისა, საუბარია ასევე ხილასა და ჩუსტზე, მაგრამ მე ამის არ მჯერა.

უფრო ინტუიცია, ვიდრე ჩემი ინფორმაცია: კილიან მბაპე ამ ზაფხულს რეალში გადავა. თუმცა, ეს ძალიან ხანგრძლივი და რთული ოპერაცია იქნება.

კარგად წარმომიდგენია ის, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი კვირით ადრე, რეალი პსჟ-ს 150 მილიონ ევროს და ბონუსებს შესთავაზებს, ეს მხოლოდ მაგალითი ვთქვი. თუმცა, მბაპეს რეალში უნდა გადასვლა და ამასაც დიდი წონა აქვს, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მჯერა თუ არა მარსელოს და ისკოს ათამაშების? უფრო ისკოს, ვიდრე მარსელოს. ბრაზილიელი ფიზიკურად კარგია, თუმცა მთელ მარცხენა ფლანგზე ვეღარ იდომინირებს.

ისკო... თქვენც ნახეთ, რომ მან წონაში დაიკლო და ახლა გუნდის საქმეებში კარგად ჩართულია. ასაკიდან გამომდინარე, მას მეორე შანსის იმედი შეუძლია ჰქონდეს.

არ ვფიქრობ, რომ შემადგენლობის არ განახლება რეალისთვის საუკეთესო გამოსავალია, მაგრამ მგონია, რომ ისკოს შესაძლოა ამ სეზონში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს.

მარსელომ უკვე დაამტკიცა, რომ სათანადო დონეს ვეღარ შეესაბამება. ის ლეგენდაა, რობერტო კარლოსთან ერთად ისტორიაში საუკეთესო მარცხენა მცველია, მაგრამ დროსთან ისიც უძლურია."