ბაიერნი გორეცკას ვერ უთანხმდება, ფეხბურთელს მსურველები ემატება და უკეთეს ხელფასსაც სთავაზობენ
ნახევარმცველი ლეონ გორეცკა მიუნხენის „ბაიერნს“ ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება.
Sport Bild-ის ინფორმაციით, 26 წლის გერმანელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი“ იჩენს.
კერძოდ, „წითელი ეშმაკები“ გორეცკას იმაზე მაღალ ხელფასს სთავაზობენ, ვიდრე მისი ამჟამინდელი კლუბი - „ბაიერნი“.
გარდა ამისა, ფეხბურთელს მადრიდის „რეალი“ დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ თუ ის „ბაიერნთან“ ახალ კონტრაქტზე ვერ მოილაპარაკებს, მომავალ ზაფხულს „სამეფო კლუბი“ მზადაა ის თავისთან უფასოდ გადაიბიროს.
თუმცა, როგორც ირკვევა, გორეცკას პირველი სურვილი „ბაიერნში“ დარჩენაა და ამ ეტაპზე, ის სხვა ვარიანტებს ნაკლებად განიხილავს.
გორეცკამ ბუდნესლიგის გასულ სეზონში 24 მატჩში ითამაშა და 5 გოლი გაიტანა, მას „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება.