ჩისკო Marca-ს: მამარდაშვილი ვალენსიასთვის კარგი შენაძენია"

მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" გადავიდა.
ღამურათა რიგებში მისი დებიუტი უკვე შედგა და ამხანაგურ მატჩში საკმაოდ კარგად იდგა.
ესპანურ გამოცემა Marca-სთა ინტერვიუში მამარდაშვილზე "დინამო თბილისის" ყოფილმა თავკაცმა ჩისკო მუნიოსმა ისაუბრა.
"მამარდაშვილს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ის საინტერესო მეკარეა და სჭირდება ზრდა, რათა სრულყოფილად ჩამოყალიბდეს.
ვფიქრობ, გიორგი ვალენსიასთვის კარგი შენაზენია - კარის ხაზზე კარგად თამაშობს და საოცარი რეაქცია აქვს", - თქვა ჩისკომ.