ავტორიზაცია

"ბავშვობიდან ბარსას გულშემატკივარი ვარ", - ვეინალდუმმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა პსჟ-ში გადასვლა

"ბავშვობიდან ბარსას გულშემატკივარი ვარ", - ვეინალდუმმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა პსჟ-ში გადასვლა
თარიღი 23 Jul 2021, 21:34

"პარი სენ ჟერმენის" ახალწვეულმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა პარიზულ კლუბში გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

"რთული არჩევანი იყო. ბავშვობიდან "ბარსელონას" ვგულშემატკივრობ, მისი ფანი ვარ. მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, კარგი წინათგრძნობა მქონდა, აგრეთვე "პსჟ"-სთან და სხვა კლუბებთანაც განვიხილავდი ტრანსფერს".

"უფრო მეტიც, "პსჟ" უფრო ადრე დამიკავშირდა, ვიდრე "ბარსა". რამდენიმე საკითხი განვიხილეთ, მაგრამ სრული გაგებით ეს მოლაპარაკებები არ ყოფილა".

"თუმცა, როცა "ბარსა" დაინტერესდა ჩემით, "პსჟ" დაბრუნდა. ლეონარდოს ვესაუბრე, შემდეგ პოჩეტინოს, რომელსაც "ტოტენჰემიდან" ვიცნობ, მას ადრეც ვესაუბრე, ჩემი გადაბირება უნდოდა".

"პოჩეტინომ ამიხსნა, თუ რა პროექტს აშენებს "პსჟ", განმიმარტა, რომ კლუბს საფრანგეთში და ევროპაში ტიტულების მოგება უნდა. მომიყვა, რას წარმოადგენს კლუბი. ვიფიქრე, საინტერესო პროექტია და ვუთხარი, მზად ვიყავი წინადადება მომესმინა. იმ მომენტიდან დაიწყო მოლაპარაკებები".

"ყველაფერი ძალიან კარგად არ წარმართულა, მაგრამ ყველაფერი გააკეთეს ჩემს შესაძენად, მართლაც ყველაფერი", - ციტირებს ჰოლანდიელის სიტყვებს RMC Sport.