ავტორიზაცია

"ვერ უარვყოფთ, გრიზმანისადმი ინტერესი არსებობს", - ლაპორტა გრიზმანის მომავალზე საჯაროდ ალაპარაკდა

"ვერ უარვყოფთ, გრიზმანისადმი ინტერესი არსებობს", - ლაპორტა გრიზმანის მომავალზე საჯაროდ ალაპარაკდა
თარიღი 23 ივლ 2021, 21:42

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კატალონიელთა თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის მომავალზე ისაუბრა.

"ბარსას" ფეხბურთელია, მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს კლუბთან და თუ გარემოება არ შეიცვლება, დარჩება. ბაზარზე გარკვეული აქტივობა შეინიშნება, მაგრამ ეს ბუნებრივი მოვლენაა".

"ვერ უარვყოფთ, ფეხბურთელისადმი ინტერესი არსებობს და ეს მხოლოდ მის დონეს ამტკიცებს".

"გრიზმანის შეძენა კლუბისთვის დიდი ინვესტიცია იყო, ამ ფეხბურთელით ძალიან კმაყოფილები ვართ. ნებისმიერი ვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, მაგრამ კლუბებს შესაფერისი შეთავაზების გაკეთება გაუჭირდებათ".

"ბაზარზე გარიგებების ოდენობა ცოტაა. კლუბებს გარკვეული სირთულეები აქვთ. გრიზმანისადმი ინტერესი არსებობს, ჩვენ კი გუნდს ფინანსური სტაბილურობის გათვალისწინებით ვაშენებთ. თუმცა, ანტუანთან არანაირი პრობლემები არ გვაქვს, მისით აღფრთოვანებულები ვართ".

"მიუხედავად ამისა, წინადადებებისთვის მზად ვართ, რადგან დელიკატურ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ფინანსური ფეირ პლეი უნდა გავითვალისწინოთ. ბალანსს ვეძებთ და ყველა ვარიანტს განვიხილავთ, მაგრამ არა ისეთს, რომელიც გუნდს ზიანს მიაყენებს", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Mundo Deportivo.